პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისში საბერძნეთის კულტურული დიპლომატიის ინსტიტუტის ფილიალი გაიხსნა


17.06.2022

2022 წლის 8 ივნისს საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, თბილისში საბერძნეთის კულტურული დიპლომატიის ინსტიტუტის ფილიალი გაიხსნა.

აღნიშნულ ინსტიტუტს დღემდე თხუთმეტამდე წარმომადგენლობა აქვს საზღვარგარეთ, მაგრამ ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც ფილიალი ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოში დაარსდა.

საბერძნეთის კულტურული დიპლომატიის ინსტიტუტის ქართულ ფილიალს უხელმძღვანელებს პროფესორი ირინე დარჩია, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის  დირექტორის მოადგილე.

აღნიშნული სიახლე პირველად დაანონსდა სტუდენტური საერთაშორისო კონფერენციის „ანტიკურობის თანამედროვეობა“ დასკვნით სექციაზე, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს მიეძღვნა. ონლაინ გამართულ ღონისძიებაში, საპატიო სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო საბერძნეთში საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ, რომელმაც მიულოცა საბერძნეთის კულტურული დიპლომატიის ინსტიტუტის პრეზიდენტ პიტერ კაფსასკისსა და ინსტიტუტის ქართული ფილიალის ხელმძღვანელს, ირინე დარჩიას ამ მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დაწყება.