პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

“უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის” კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ


13.08.2022

2022 წლის 12 აგვისტოს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამების - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერისა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

საზღვარგარეთ ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ წელს მეორედ განახორციელა საგრანტო პროგრამა - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“. პროგრამა  ხელს უწყობს უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების ფუნქციონირებას.  ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებს შესაძლებლობა ეძლევათ საგრანტო თანხით შეიძინონ  საჭირო რეკვიზიტები, რათა  ადგილსამყოფელ ქვეყნებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებზე ღირსეულად წარმოაჩინონ უნიკალური ქართული კულტურა.

აღნიშნულ კონკურსში გამოვლინდა 10 გამარჯვებული:

მაყვალა ასლამაზაშვილი

ქვეყანა: აზერბაიჯანი, კახის რაიონი

ანსამბლის დასახელება: ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი “იმედი”

რუსუდან გალდავა 

ქვეყანა: აშშ, ნიუ იორკი

ანსამბლის დასახელება: ქართული კულტურის ცენტრ “ფესვებთან” არსებული ქართული ცეკვის ანსამბლი “ფესვები”

ალექსანდრე სავანელი 

ქვეყანა: ბელგია, ანტვერპენი

ანსამბლის დასახელება: ქართული კულტურის ცენტრ “კავკასიონთან” არსებული ცეკვის ანსამბლი “მედეა”

თინათინ დათაშვილი

ქვეყანა: გერმანია, მიუხენი

ანსამბლის დასახელება: გერმანიის ქართულ სათვისტომოსთან არსებული ცეკვის ანსამბლი “GEOMIX”

ვერიკო გერგედავა

ქვეყანა: ესპანეთი, ბილბაო

ანსამბლის დასახელება: ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი “ზეკარი”

ნურულაჰ ილდირიმი

ქვეყანა: თურქეთი, ბურსა

ანსამბლის დასახელება: ბენდი “რირაში”

რუსუდან საბაძე

ქვეყანა: საბერძნეთი, თესალონიკი

ანსამბლის დასახელება: თესალონიკის ქართული ცეკვის ანსამბლი “საქართველო”

ხათუნა ლობჯანიძე

ქვეყანა: საბერძნეთი, ათენი

ანსამბლის დასახელება: ქართულ-ბერძნული კულტურის და განათლების ცენტრ “არმაზთან” არსებული ცეკვის ანსამბლი “არმაზელები”

ანა კურტანიძე

ქვეყანა: საფრანგეთი, ნანტი

ანსამბლის დასახელება: ასოციაცია ნანტი-თბილისის ანსამბლი “ნანტი-თბილისი”

ზვიად აბულაძე

ქვეყანა: ყაზახეთი, ალმათი

ანსამბლის დასახელება: ქართული ცეკვის ანსამბლი “სურვილი”