პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვაკანსია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საფრანგეთის მისიაში


24.12.2020

გაეროს სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საფრანგეთის მისია (UN Agency - IOM France) აცხადებს კონკურსს რეპატრიაციის საკითხებში მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

რეპატრიაციის საკითხებში მრჩევლის ფუნქცია-მოვალეობებს შეადგენს:

- საფრანგეთიდან საქართველოში ნებაყოფლობითი დაბრუნების მსურველი საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური აკომპანირება; კერძოდ, იმ მოქალაქეების, რომელთაც აქვთ სხვადასხვა სამედიცინო დახმარების საჭიროებები და სურთ ისარგებლონ საქართველოში ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამით;

- ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის თაობაზე საინფორმაციო მასალის გავრცელება საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შორის;

- საფრანგეთიდან მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების პროცესში მრჩეველი რეპატრიაციის საკითხებში ამყარებს კომუნიკაციას შესაბამის კომპეტენტურ დაწესებულებებთან, მათ შორის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიასთან.

და სხვ.

 

ადგილმდებარეობა: პარიზი, საფრანგეთი

კონტრაქტის ხანგრძლივობა: 12 თვე (CDD) გაგრძელების შესაძლებლობით / 2021 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 28 თებერვლამდე.

კანდიდატები უნდა ფლობდნენ ქართულ და ფრანგულ ენებს სრულყოფილად, ასევე, აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საფრანგეთში მყოფ მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ საფრანგეთში მუშაობის უფლება.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 8 იანვრამდე.

 

სრული ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის აღწერილობისა და განაცხადის წარდგენის ფორმის შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში და ასევე, გაეროს სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საფრანგეთის მისიის ვებ-გვერდზე / Facebook გვერდზე - IOM France.