პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვარშავაში ევროპის ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ კონფერენცია გაიმართა 


09.07.2019

მიმდინარე წლის 9 ივლისს, ქ. ვარშავაში, პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ახალგაზრდა ელჩის თამარ ლორთქიფანიძის თანაორგანიზებით, კონფერენცია - “Youth Policy - Outcomes, Challenges and Opportunities in Eastern Partnership Countries” გაიმართა.

ღონისძიება გახსნეს პოლონეთში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ რაფალ პობორსკიმ.

კონფერენციაზე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის განვლილი 10 წლის მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებს.

სადისკუსიო სესიაზე პრეზენტაციები წარადგინეს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებმა: დიპლომატებმა აზერბაიჯანის, ბელარუსისა და სომხეთის საელჩოებიდან, ასევე, უკრაინელ სტუდენტთა გაერთიანების პრეზიდენტმა, მოლდოვის საელჩოს სტაჟიორმა და საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა პოლონეთში თამარ ლორთქიფანიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ ფარგლებში. 

გამომსვლელებმა მიმოიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდული პოლიტიკა და ევროპელი ახალგაზრდების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ვარშავაში აკრედიტებული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი სტუდენტები.