პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ავსტრიის რესპუბლიკა

ვენა

ქართული სათვისტომო ავსტრიაში / GeorgischerVerein In Osterreich დაარსდა 2015 წელს, ქალაქ ვენაში. ორგანიზაციის მთავარი მიზნებია ავსტრიაში ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, ავსტრიაში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა, მათი ინტერესების დაცვა. ორგანიზაციასთან ფუნქციონირებს დავით აღმაშენებლის სახელობის საკვირაო სკოლა.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: სათვისტომოს ხელმძღვანელობს მმართველი საბჭო შემდეგი შემადგენლობით: მაკა ხომერიკი, დიანა ჭეშურაშვილი, ნინო აბჟანდაძე, თამარ ჯერვალიძე. 

მის: Bastiengasse 14/4. 1180 Wien

ელ-ფოსტა: [email protected]

  ქართული სათვისტომო ავსტრიაში GVÖ

 


ვენა

"Georgisches Zentrum in Österreich / ქართული ცენტრი ავსტრიაში" დაფუძნდა 2020 წლის ოქტომბერში და მიზნად ისახავს ავსტრიაში საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნებისა და ქართული ენის პოპულარიზაციას, ავსტრიაში მცხოვრები ქართველების ინტეგრაციის ხელშეწყობას, ასევე, საქართველოსა და ავსტრიას შორის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას. ცენტრთან ფუნქციონირებს, ასევე, ქართული საკვირაო სკოლა "ივერიელი" და ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ქართული ბიბლიოთეკა.  

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ცენტრს ხელმძღვანელობს მმართველი საბჭო, რომლის შემადგენლობაში არიან: ლიკა კევლიშვილი (მმართველი ჯგუფის ხელმძღვანელი), ნანა ცქვიტარია, მამუკა ხითარიშვილი, მარი პაპიძე, სოფო თავდიდიშვილი, თამილა ჯერვალიძე და სალომე სალაძე;                   

მის: Türkenstrasse 3, 1090 Wien   

ელ-ფოსტა: [email protected]   

   Georgisches Zentrum in Österreich/ქართული ცენტრი ავსტრიაში

 

 

 

 


ქ. ვენა

საქართველოსა და ავსტრიას შორის კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობის ორგანიზაცია/Verein zur Förderung Kultureller Beziehungen Zwischen Österreich-Georgien / Georgian-Austrian Cultural Center დაფუძნდა 2021 წლის ნოემბერში და ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია საქართველოსა და ავსტრიას შორის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარება და ხელშეწყობა. ორგანიზაციასთან დაარსდა ქორეოგრაფიული ანსამბლი "გელათი", რომელსაც ხელმძღვანელობენ ქორეოგრაფები ილია და სანდრა ოშაყმაშვილები.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ია ღვინიაშვილი

მის.: Dreyhausenstraße 9/24 1140Wien

ელ.ფოსტა: [email protected];

 Georgian-Austrian Cultural Center

 

 

 

 

 

 

 



ვენა

ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია / Verein der georgischen Studierenden in Österreich დაარსდა 2015 წელს, ავსტრიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, სალომე სალაძის პატრონაჟით, "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის" პროექტის ფარგლებში. ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია ავსტრიაში მუდმივად მცხოვრები და სასწავლებლად მყოფი ქართველების გაერთიანება, ავსტრიაში სწავლის მსურველი ქართველი ახალგაზრდების შესაბამისი სახის ინფორმირება, ავსტრიულ საზოგადოებაში ქართველი ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა, ავსტრიაში არსებულ სტუდენტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, ქართულენოვანი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობა და ამ ღონისძიებების მეშვეობით, საქართველოს პოპულარიზაცია ავსტრიაში. 

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: სალომე სალაძე

მის: Jeneweingasse 8/2, 1210 Wien             

ელ-ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია

 Georgian Students Association in Austria

 


 

 

გრაცი

"შტირიის მხარეში ქართული კულტურისა და ისტორიის კავშირი" დაფუძნდა 2019 წელს და მისი მიზანია შტირიის მხარეში მცხოვრებ ქართველებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: თამუნა ხურციძე

მის: Reininghausstrasse 59, 8020 Graz, Steiermark, Austria



 

ქ. გრაცი

დიასპორული საზოგადოება - „ქართული კულტურა და საკვირაო სკოლა „იმედი“ / Georgische kultur verein und samstagsschule Imedi 2019 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ქართული კულტურის, ხელოვნებისა და ქართული ენის პოპულარიზაციას. საზოგადოებასთან ფუნქციონირებს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საკვირაო სკოლა „იმედი".

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: რუსუდან ზაზაშვილი

მის.: Steyrergasse 114, 8010 Graz

ელ.ფოსტა: [email protected];

 ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ გრაცის საკვირაო სკოლა სტუდია "იმედი"

 

 

სასარგებლო ბმულები