პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ონლაინ კონსულტაციები COVID-19-ის საკითხებზე

ონლაინ კონსულტაციების ჩანაწერები

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ორგანიზება გაუწია ონლაინ კონსულტაციებს COVID-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე. კერძოდ, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები გაიმართა უშუალოდ აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და საფრანგეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის, აგრეთვე, განხორციელდა ონლაინ სამედიცინო და ფსიქოლოგიური სახის კონსულტაციები, ზოგადად, უცხოეთში მყოფი ყველა დაინტერესებული თანამემამულისათვის. ამასთან, გაეროს სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, გაიმართა ონლაინ კონსულტაცია მიგრაციის საკითხებზე.

იხილეთ აღნიშნული ონლაინ კონსულტაციების ჩანაწერები:


ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია აშშ-ში მცხოვრები თანამემამულეებისათვის, რომელიც გაიმართა აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით. თანამემამულეების შეკითხვებს პასუხობს ქ. ვაშინგტონში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე:

                                                                                                                    

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია აშშ-ში მყოფი თანამემამულეებისათვის, რომელსაც ორგანიზება გაუწია საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ქ. ნიუ იორკში. თანამემამულეების შეკითხვებს პასუხობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნინო მიქაბერიძე:

                                                                                                   

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია აშშ-ში მყოფი თანამემამულეებისათვის, რომელსაც ორგანიზება გაუწია საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ქ. ნიუ იორკში. თანამემამულეების შეკითხვებს პასუხობს ქ. ნიუ იორკის მაუნთ საინაის ჰოსპიტალის ზოგადი პროფილის ექიმი ნათია ფანცულაია:

                                                                                                                                  

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია გერმანიაში მყოფი თანამემამულეებისათვის. COVID-19-თან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობენ ექიმი ინფექციონისტები ალექსანდრე გოგინავა და ვახტანგ სართანია:

                                                                                             

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია დიდ ბრიტანეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის. COVID-19-თან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობენ ექიმი ინფექციონისტები პაატა ვეფხვაძე და ნინო ვარამაშვილი:

                                                                                             

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია ესპანეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის. COVID-19-თან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობს ექიმი ინფექციონისტი ეკა ნაფეტვარიძე:

                                                                                             

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია იტალიაში მცხოვრები თანამემამულეებისათვის. COVID-19-თან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობენ ექიმი ინფექციონისტები რევაზ მეჭურჭლიშვილი და ნინო ტავლალაშვილი:

                                                                                             

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია საბერძნეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის. COVID-19-თან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობს ექიმი ინფექციონისტი პაატა ვეფხვაძე:

                                                                                              

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია საფრანგეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის. COVID-19-თან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობენ ექიმი ინფექციონისტები ნინო ტავლალაშვილი და გიორგი კორკოტაშვილი:

                                                                                              

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის. COVID-19-თან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობს ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე:

                                                                                               

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის. COVID-19-თან დაკავშირებულ  შეკითხვებს პასუხობენ ექიმი ინფექციონისტები ნინო ტავლალაშვილი და მარიამ ჭყონია:

                                                                                              

 

ონლაინ ფსიქოლოგიური კონსულტაცია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის. ფსიქოლოგი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი საუბრობს მენტალური ჯანმრთელობის სტაბილურობისა და სტრესთან გამკლავების საკითხებზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების პირობებში:

                                                                                               

 

ონლაინ კონსულტაცია მიგრაციის საკითხებზე - გაეროს სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენელი ანა კაკუშაძე საუბრობს ახალი კორონავირუსის COVID 19-ის პანდემიის პირობებში მიგრაციის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, ახალ რეალობაში ორგანიზაციის საქმიანობასა და მოქალაქეების დახმარების შესაძლებლობებზე:

                                                                                               

სასარგებლო ბმულები