პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორის ფორუმი - ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს დიასპორის ფორუმს სახელწოდებით „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“. ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას, დიასპორის წარმომადგენლების აქტიურ ჩართვას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის ერთობლივი გზების ძიებას.

მასშტაბური სახის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობას იღებენ საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საქართველოს მთავრობის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმის ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებს ხვდებიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებელო ხელისუფლების წარმომადგენლები და იმართება  ვიწრო თემატური შეხვედრები განათლების, კულტურის, ბიზნეს კავშირების განვითარებისა და სახალხო დიპლომატიის მიმართულებით.

აღნიშნული ფორუმის საშუალებით, დიასპორის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმოადგინონ საკუთარი ხედვები მათ მიერ შერჩეულ  პრიორიტეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით და შეხვედრის სხვა მონაწილეებს გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ თემატურ ჯგუფებში გამოთქმული მოსაზრებები ასახვას ჰპოვებს იმ ცალკეული ღონისძიებების, პროგრამებისა თუ პროექტების დაგეგმვაში, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან სამომავლოდ განხორციელდება.

ფორუმის ფარგლებში ასევე იმართება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები.

 

 

ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის

2023 წლის 27 მაისს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - "ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის" გაიმართა.

მეტის ნახვა

ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის

2022 წლის 27 მაისს, ქ. თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - "ქართული დიასპორა საქართველოს მომავლისთვის" გაიმართა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა.

მეტის ნახვა

[დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]]

 

სასარგებლო ბმულები