პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სახელმწიფო საგრანტო პროგრამა „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“

სახელმწიფო საგრანტო პროგრამას, „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისა და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, ასევე, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა და ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა.

პროგრამა, დიასპორაზე მიმართული ინიციატივების დაფინანსების მექანიზმის საშუალებით, ხელს უწყობს დიასპორასა და სახელმწიფოს შორის კავშირების გაღრმავებას. "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის" პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:

საგრანტო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, გამჭვირვალე კონკურსის გზით, მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის, ასევე, საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

პროგრამაში გამარჯვებულთა გამოვლენა ხდება კონკურსისი წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.

საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 500 000 ლარს, ხოლო კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს კი გრანტის სახით გადაეცემა არაუმეტეს 30 000 ლარი.

 

 

 

[პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]

 

 

 

 

დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა 2023  დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა 2022 დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა 2021 დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა 2020 დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა 2019

სასარგებლო ბმულები