პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

ქ. ბერლინი

ბერლინის ქართული სახლი / Das georgische Haus von Berlin დაარსდა 2007 წელს და იგი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას, ემიგრანტების თანადგომას, საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას გერმანიაში.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: თამარ შალამბერიძე

მის: Berliner Str.138, 10715 Berlin

ელ-ფოსტა: [email protected]; [email protected]

ვებ-გვერდი: www.georgisches-haus-berlin.de

  ბერლინის ქართული სახლი


 

ქ. ბერლინი

საზოგადოება "ქართულ–გერმანული ფორუმი" / Georgisch-Deutsches Forum 2012 წელს დაარსდა და მისი მიზანია ქართულ დიასპორაში ეროვნული თვითმყოფადობისა და მშობლიური ენის შენარჩუნება, ქართული კულტურისა და საქართველოსა პოპულარიზაცია გერმანიაში. ორგანიზაციასთან მოქმედებს ქართული საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ქეთევან ოდიშელი

მის: Hortensienstr. 52 12203 Berlin

ელ-ფოსტა: [email protected]; [email protected]

  Georgisch-Deutsches Forum e.V.


 

ქ. ბერლინი

ბერლინის ქართული კულტურის ცენტრი / Georgisches Kulturzentrum Berlin 

ცენტრი 2016 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია გერმანული საზოგადოებისათვის საქართველოსა და ქართული კულტურის გაცნობა, ინფორმაციის გავრცელება ქართული ხელოვნებისა და კულტურის შესახებ, ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა განათლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროში.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელები: ეკატერინე შარაშიძე და ნინო გელაშვილი

ელ-ფოსტა: [email protected]

  Georgisches Kulturzentrum Berlin


 

ქ. პოტსდამი

ბრანდენბურგ-საქართველოს საზოგადოება / Brandenburgisch-Georgische Gesellschaft e.V. 1996 წელს დაარსდა და იგი მიზნად ისახავს ბრანდენბურგისა და ნაწილობრივ ბერლინის ფედერალური მიწების ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას, არასამთავრობო სექტორსა და ახალგაზრდებს შორის ეკონომიკურ-სავაჭრო, ტურისტული, სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ურთიერთობების განვითარებას. 

საკონტაქტო მონაცემები:

თავმჯდომარე: პავლე შპეტიშვილი

მის:  Schulstraße, D-14482 Potsdam, Germany

ელ-ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: www.georgika.de; www.bbag-ev.de

Facebook: Brandenburgisch-Georgische Gesellschaft

  საქართველო ბრანდენბურგის საზოგადოება (აჭარის ფილიალი)


 

ქ. მიუნხენი

გერმანიის ქართული სათვისტომო / Georgischer Veren in Deurschland 

სათვისტომო 1945 წელს დაარსდა და იგი მიზნად ისახავს გერმანიაში მცხოვრები ქართველების ერთმანეთთან დაკავშირებას, მათ თანადგომასა და გერმანულ საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშეწყობას, ასევე,  გერმანიასა და საქართველოს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო სახის კავშირების გაღრმავებას. ორგანიზაციასთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, აგრეთვე, ტარდება მუსიკის გაკვეთილები.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ლერი დათაშვილი

მის: Römerhofweg 51c, 85748 Garching b. München

ელ-ფოსტა: [email protected]; [email protected]; [email protected]

ვებ-გვერდი: გერმანიის ქართული სათვისტომო

  Georgischer Veren in Deurschland


 

ქ. ბილეფელდი

ქართულ-ევროპულიი საზოგადოება / Georgisch Europäische Gesellschaft e.V.

ქართულ-ევროპული საზოგადოება / Georgisch-Europäische Gesellschaft e.V ორგანიზაცია დაარსდა 2003 წელს, როგორც Deutsch-georgische Gesellschaft Bilefeld e.V. 2023 წელს ორგანიზაციამ განახორციელა რეორგანიზაცია და დარეგისტრირდა, როგორც ქართულ-ევროპული საზოგადოება. ორგანიზაციის მიზნებია: გერმანულ-ქართული და ქართულ-ევროპული ურთიერთობების, ევროპულ ოჯახში საქართველოს გაერთიანების, გერმანულ და ევროპულ საზოგადოებაში საქართველოს მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობა, საქართველოში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია. საზოგადოებასთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ჯიმშერ ბედიანაშვილი

მის: An der Bleiche 27a 33813 Oerlinghausen

ელ-ფოსტა: [email protected], [email protected]

ვებ-გვერდი: www.geug.eu

 ქართულ-ევროპული საზოგადოება


 

ქ. ნიურნბერგი

ქართული კულტურის ცენტრი INKO / Georgishes Kulturzentrum INKO e.V.

ცენტრი 1999 წელს დაარსდა და მისი მიზანია საქართველოს, ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია, ქართული ტურიზმისა და ბიზნესის ხელშეწყობა, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო სახის პრიექტების განხორციელება. ორგანიზაციასთან ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლა და ქართული ცეკვის სტუდია "იბერია". ორგანიზაციაში, აგრეთვე, ტარდება ქართული სიმღერების შემსწავლელი გიტარის გაკვეთილები და გერმანული ენის კურსები ზრდასრულთათვის, გერმანულ გარემოსთან ინტეგრაციის ხელშესაწყობად.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ქეთევან ბორუფკა-საბაშვილი

მის: Nachbanchaffshaus Gostenhof, Adam-Klein Straße 6, 9O429 Nürnberg

ელ-ფოსტა: [email protected]

  ინკო-INKO Georgisches Kulturzentrum e.V. in Nürnberg


 

ქ. ფრანკფურტი

ფრანკფურტის ქართულ-გერმანული კულტურისა და განათლების ორგანიზაცია "გეორგიკა" / Georgica e. V. Deutch-Georgischer Verein fur Kultur und Bildung 

ორგანიზაცია 2019 წელს დაფუძნდა და მისი მიზნებია საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, გერმანიაში მცხოვრებ თანამემამულე მოზარდებში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელია: მაია შავლიაშვილი

მის: Rothschildallee 61, 60389 Frankfurt

ელ.ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: www.georgica.de


 

ქ. ფრანკფურტი

ფრანკფურტის გერმანულ-აღმოსავლეთ ევროპული ასოციაცია / Deutsch-Osteuropäische Vereinigung von Frankfurt /

ასოციაცია დაარსდა 2011 წელს და მისი მიზანია გერმანიაში მცხოვრებ ქართულ დიასპორაში კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ქართული კულტურისა და საქართველოს საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაცია გერმანიაში.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ნინო ყამბეგაშვილი

მის: Rohrbachstrasse 37, 60389 Frankfurt am Main.

ელ-ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: Deutsch-Osteuropäische Vereinigung von Frankfurt


 

ქ. ფრანკფურტი

ქართული ცეკვის, სიმღერის, ხელოვნებისა და კუტურის გაერთიანება "კავკასიადა" / Georgischer Verein für Tanz, Gesang, Kunst und Kultur Caucasiada e.V.

გაერთიანება დაარსდა 2016 წელს და მისი მიზანია გერმანიაში ქართული კულტურის პოპულარიზაცია, გერმანელ ხელოვანებთან კონტაქტების დამყარება, ქართველი ემიგრანტებისთვის ზოგადი კონსულტაციის გაწევა, აგრეთვე, გაცვლითი სახის კულტურული ღონისძიებების ორგანიზება.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელები: ნანა ჭავჭანიძე და სოფო გუჯაბიძე

მის: Im Prüfling 55; 60389 Frankfurt am Main, Deutschland

ელ-ფოსტა: [email protected]  

  Caucasiada e.V


 

ქ. შტუტგარდი

წმ. ილია მართლის სახელობის სამრევლო შტუტგარტში / Georgische Orth. Kirche in Deutschland (Stuttgart) e.V. 

სამრევლო 2005 წელს დაარსდა და მისი მიზანია ეროვნულ-კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, გერმანიაში ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია, ქველმოქმედება, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. სამრევლოსთან ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლა "აი ია".

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელები: ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი და ეკატერინე ცირიკაშვილი

მის: Sarweystrasse 10, 70191 Stuttgart. Germany

ელ-ფოსტა: [email protected]

  წმ. ილია მართლის სახ. სამრევლო შტუტგარტში


 

ქ. შტუტგარდი

შტუტგარტის ხელოვნების და მუსიკის საზოგადოება / Art Music Georgia Verein 

საზოგადოება 2018 წელს დაარსდა და მისი მიზანია საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, მოზარდ თაობაში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება,  ქართული და გერმანული კულტურების ურთიერთგაცვლა.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ანა ნანუაშვილი

მის: Libanonstrasse 35, 70184 Stuttgart, Germany

ელ-ფოსტა: [email protected]

  https://www.facebook.com/GeorgischerMusikVereinStuttgart/


 

ქ. დორტმუნდი

ინტერკულტურული ასოციაცია "დედა ენა" / Interkulturelle Vereinigung "Dedaena"

ასოციაცია 2016 წელს დაარსდა და მისი მიზნებია ქ. დორტმუნდში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობისა და მშობლიური ენის შენარჩუნება, ქართული კულტურის პოპულარიზაცია. ორგანიზაციასთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, აგრეთვე, გახსნილია სიმღერისა და ცეკვის ჯგუფები.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ნანა ჭანიშვილი-შონ

მის: Heinrichstraße14, 44137 Dortmund

ელ-ფოსტა: [email protected]; [email protected]

ვებ-გვერდი:  www.dedaena.de

  ინტერკულტურული ასოციაცია "დედა ენა"


 

ქ. ერფტრუტი

"ქართულ-გერმანული კულტურული საზოგადოება თიურინგიაში" / Georgisch-Deutsche Kulturgesellschaft in Thüringen

საზოგადოება 2006 წელს დაარსდა და მისი მიზნებია ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო სახის პროექტების განხორციელება. ორგანიზაციასთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, გეოგრაფია.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: დიანა ცერცვაძე

მის: Warschauer St.7-0505 99089 ERFURT, Germany

ელ-ფოსტა: [email protected]; [email protected]


 

ქ. ვიტენი

ქართულ-გერმანული კულტურული ორგანიზაცია "კოლხი" / Georgisch-Deutsche Kulturorganisation "Kolkhi"

ორგანიზაცია 2007 წელს დაარსდა და იგი მიზნად ისახავს საქართველო-გერმანიას შორის კულტურული ურთიერთობების განმტკიცებასა და საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას გერმანიაში.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ნანა შანავა

ელ-ფოსტა: [email protected] 

ვებ-გვერდი: www.kolchis-ev.de


 

ქ. რეგენსბურგი

ქართულ-გერმანული კულტურული ასოციაცია "იმერ-ამიერ" / Georgisch-Deutscher Kulturverein "Imer-Amier"

ასოციაცია დაარსდა 2011 წელს და მისი მიზნებია ქართული კულტურისა და საქართველოს პოპულარიზაცია, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა, მიგრანტების, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდების, გერმანულ საზოგადოებაში ინტეგრაცია. ორგანიზაციასთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია, აგრეთვე, ტარდება ცეკვის გაკვეთილები.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ლიანა მანჯავიძე

მის: Humboldtstraße 34, 93053 Regensburg, Germany

ელ-ფოსტა: [email protected] 


 

ქ. ფრაიბურგი

ქართველ სტუდენტთა გაერთიანება "ხორუმი" / Verein der georgischen Studierenden in Freiburg "Khorumi"

გაერთიანება 2016 წელს დაარსდა და იგი მიზნად ისახავს გერმანიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობას, ქართული კულტურისა და ტრადიციების საზღვარგარეთ პოპულარიზაციას.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ნათია კვესელაძე

ელ-ფოსტა: [email protected]

  Verein der Georgischen Studierenden in Freiburg i.B.


 

ქ. ჰამბურგი

გერმანულ-კავკასიური საზოგადოება „ლილე“ / Deutsch – Kaukasische – Gesellschaft Lile e.V. 

ორაგნიზაცია 1999 წელს შეიქმნა და მისი მიზნებია ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია, კულტურული პროექტების განხორციელება.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: მარიკა ლაფაური-ბურკი

მის: Max-Brauer-Alle 68, 22765, Hamburg, Germany

ელ-ფოსტა: [email protected]

ბლოგი: გერმანულ-კავკასიური საზოგადოება "ლილე"


 

ქ. ჰამბურგი

ხელოვნების და კულტურის ცენტრი "იბერია", ქართული ცეკვის სტუდია "იბერია" / Georgisches Tanzstudio, Kunst und Kultur Zentrum "IBERIA"

ორგანიზაცია 2014 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, მოზარდ თაობაში კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ანა ჩოხელი

მის: Rhiemsweg 94, 22111 Hamburg, Germany

ელ-ფოსტა:  [email protected]

  http://www.facebook.com/pg/georgisches.tanzstudio.iberia


 

ქ. ჰანოვერი

ჰანოვერის ქართული სათვისტომო / GeMi e.V. Georgische Migranten

სათვისტომო 2013 წელს დაარსდა და იგი მიზნად ისახავს ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას, თანამემამულეების თანადგომას, ჰანოვერში მცხოვრები ქართველების ადგილობრივ საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშეწყობას.

საკონტაქტო მონაცემები:

თავმჯდომარე: თორნიკე მურცხვალაძე

მისამართი:  Goethestraße 43, 30169 Hannover

ელ. ფოსტა: [email protected] 

  Georgische Migrantinnen und Migranten e.V.


 

ქ. დიუსელდორფი

„მრევლი“ - წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის დიუსელდორფის ქართული მართლმადიდებლური სამრევლო

სამრევლო 2006 წლის 19 ნოემბერს, ქალაქ დიუსელდორფში დაარსდა. სამრევლოს მიზნებია ეროვნული თვითმყოფადობისა და მართლმადიდებლური მრწამსის შენარჩუნება, თანამემამულეთა გაერთიანება, ქართული კულტურის პოპულარიზაცია. სამრევლოსთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა და ქართული ცეკვის შემსწავლელი ჯგუფი.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი ისე (გელაშვილი)

მის:  Fährstraße 95, 40221 Dusseldorf

ელ-ფოსტა: [email protected]; [email protected]

ვებ-გვერდი: www.mrewli.de


 

ქ. კარლსრუე

ასოციაცია - წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური სამრევლო კარლსრუეში

სამრევლო 2008 წელს შეიქმნა და მისი მიზნებია ეროვნული თვითმყოფადობისა და მართლმადიდებლური მრწამსის შენარჩუნება, ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია, ქველმოქმედება, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება გერმანიაში. 2013 წლიდან, სამრევლოსთან ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლა "ფესვები“

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ეკატერინე შანი

მის: Alfred Reichel, Sophienstraße 22, D-76133 Karlsruhe, Germany

ელ-ფოსტა: [email protected]  

 ფესვები-Wurzeln Georgische Schule-Kindergarten


 

ქ. კიოლნი

ქ. კიოლნის ქართველ სტუდენტთა გაერთიანება - "აისი" / Georgische Hochschulgruppe "Aisi"

სტუდენტური გაერთიანება 2013 წელს დაარსდა და მისი მიზნებია გერმანიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების მხარდაჭერა, საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ელენე შუბლაძე

ელ-ფოსტა: [email protected]

 


 

ქ. ქემნიცი

ქართულ-გერმანული საზოგადოება "საქართველო" / Verein der Freunde und Förderer der Georgisch-Deutschen Zusammenarbeit e.V. "Sakartwelo"

ორგანიზაცია 2014 წელს დაარსდა და მისი მიზანია ქართულ დიასპორაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ემიგრანტი თანამამემაულეების დახმარება სხვადასხვა მიმართულებით.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: მეგი მაღლაკელიძე

მის: Albert-Schweitzer Sr.54, 09116 Chemnitz

ელ-ფოსტა: [email protected] 

სასარგებლო ბმულები