პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სახელმძღვანელოები საკვირაო სკოლებისთვის

საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებში სწავლების დონის ამაღლებისა და საერთო მიდგომების დანერგვის აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა.

ინტეგრირებული პროგრამა გულისხმობს ქართული ენის კურსის ფარგლებში საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული კულტურის საკითხების შესწავლას.  პროგრამის საფუძველზე შეიქმნა სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელოების კომპლექტი, რომელიც მოიცავს მოსწავლის წიგნს, სამუშაო რვეულს, კალიგრაფიის რვეულსა და მასწავლებლის გზამკვლევს. სახელმძღვანელოები აგებულია თანამედროვე სწავლების პრინციპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და მათ ეხმარება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს სახელმძღვანელოების ბეჭდვას, რომლებიც უსასყიდლოდ გადაეცემათ საზღვარგარეთ ქართულ საკვირაო სკოლებსა და ქართული ენის შემსწავლელ კურსებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს შემდეგ მისამართზე: [email protected] 

 

 

სასარგებლო ბმულები