პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველო - საკონსულტაციო ცენტრი ემიგრანტებისთვის

 

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 18 თებერვლიდან, ორბელიანების სასახლეში მოქმედებს საკონსულტაციო ცენტრი ემიგრანტებისთვის. აღნიშნულ ცენტრში, ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, აქვთ შესაძლებლობა, რომ პირისპირ შეხვედრებით, ადგილზე მიიღონ დეტალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. თანამემამულეებს შესაბამის კონსულტაციას უწევენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ამასთან, 2020 წლის 18 თებერვალს, პრეზიდენტის სასახლეში, გაიხსნა სპეციალური სივრცე, რომელიც განკუთვნილია ქართული დიასპორისა და უცხოეთის დიასპორების წარმომადგენელთა შეხვედრებისთვის.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0114 

ადმინისტრაციის ელ. ფოსტის მისამართი: [email protected] / ფაქსის ნომერი: + 995 32 2 28 27 12 / ტელეფონის ნომერი (ცხელი ხაზი): + 995 32 2288888

სასარგებლო ბმულები