პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თანამემამულის სტატუსი

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში; ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების უფლება ვრცელდება აღნიშნული სტატუსის მაძიებელი პირის ახლო ნათესავებზე (მეუღლე და შვილი).

თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქე სარგებლობს სხვადასხვა პრივილეგიებით, მათ შორის:

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში. ელექტრონული განაცხადი უნდა შეავსოთ ქართულ ან ინგლისურ ენაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე - https://sda.gov.ge/, ატვირთოთ სათანადო დოკუმენტები (2 ფოტოსურათი, პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, სამოტივაციო წერილი), დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

სტატუსის მინიჭებაზე დასკვნა მზადდება 80 კალენდარულ დღეში და  მომსახურების საფასური შეადგენს 50 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია, ონლაინ რეჟიმში, ელექტრონული განცხადების შევსებისას.

 

გააკეთე განაცხადი აქ

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს შემდეგ მისამართზე: [email protected]

 

სასარგებლო ბმულები