პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

1 წელი რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან


24.02.2023

2023 წლის 24 თებერვალს, ერთი წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან. აღნიშნულს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელTwitter-ზე ეხმაურება.
"დღეს შესრულდა ერთი წელი, რაც რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების აშკარა დარღვევით. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქართველი ხალხი დგას მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით.

საქართველო არის გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის - „გაეროს ქარტიის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს უკრაინაში ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას“ მთავარი სპონსორი, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ამასთან, მხარდაჭერა დადასტურდა საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სესიაში მონაწილეობით, " - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.