პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ პროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

პროგრამის ამოცანაა ,,ახალგაზრდა ელჩების“ მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. პროგრამა, აგრეთვე, მძლავრი მექანიზმია სახალხო დიპლომატიის გასააქტიურებლად.

პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ეძლევათ გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ.

აღნიშნული პროგრამის განხორციელებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცემა საშუალება მჭიდრო კავშირი დაამყაროს ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებთან და მათ მიერ კულტურულ-შემეცნებითი, საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სხვა ინიციატივების განხორციელების გზით, ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარების პროცესში მათ აქტიურ ჩართულობას.

ახალგაზრდა ელჩების შერჩევა ხორციელდება, ღია კონკურსის წესით, სამინისტროს მიერ წინასწარ განსაზღვრული ქვეყნებიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულ კანდიდატებს ერთწლიანი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად გამოეყოფათ თანხა 7 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტი -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  ENIGMMA 2-ის ფარგლებში.

პროგრამის საკონტაქტო პირი: თამარ კობახიძე [email protected]

ახალგაზრდა ელჩების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სოციალური მედიის საშუალებით (იხილეთ აქ).

 

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის განმავლობაში, ერთწლიანი მანდატით, მსოფლიოს 17 ქვეყანაში, საქართველოს ახალგაზრდა ელჩები გახლავთ:

 

 

ავსტრია
მარიამ რურუა

გერმანია
თამარ ჭაქვაძე
დანია
ქეთევან ხაზალია
დიდი ბრიტანეთი
ანა იარალიშვილი
ესპანეთი
ვაჟა ფერაძე
ირლანდია
ნინო წერეთელი
იტალია
მარიამ ბოჭორიშვილი
ლიეტუვა
ანა გოგოლაძე
პოლონეთი
თორნიკე ცირეკიძე
სამხრეთ აფრიკა
ცოტნე გვილია
საფრანგეთი
თამთა ჭაბრაძე
უკრაინა
თორნიკე თევდორაძე
უნგრეთი
თამარ ჯაფარიძე
შვედეთი
ივერი კენკაძე
შვეიცარია
ნატალი ბიაშვილი
ჩეხეთი
ანა ლუარსაბიშვილი
ჩინეთი
გვანცა მდივანი

სასარგებლო ბმულები