პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

2023 წელს ევროპული კულტურის ფესტივალი „ევროპალია“ საქართველოს მიეძღვნება


02.10.2023

2023 წელს ევროპული კულტურის ფესტივალი „ევროპალია“ საქართველოს მიეძღვნება. ფესტივალის ფარგლებში, ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ქალაქ ჰააგაში გაგრძელდება მდიდარი ქართული კულტურის დიდი მოგზაურობა. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს ნიკო ფიროსმანის შემოქმედების თეატრალურ ინსცენირებას, მოისმინოს ქართული პოლიფონიისა და ფოლკლორის უკვდავი ჰანგები, ქართული სუფრის ტრადიციებით გაეცნოს ნინო ხარატიშვილის ლიტერატურულ პერსონაჟებს და დატკბეს ახალგაზრდა ქართველი პიანისტების ვირტუოზული შესრულებით.

- 21 ოქტომბერი, Amare: ფიროსმანია - ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის პროფესიული სახელმწიფო თეატრი;

- 28 ოქტომბერი, Amare: პოლიფონიის საღამო - ანსამბლი ბასიანი, გორის ქალთა გუნდი, სახელმწიფო საგუნდო კაპელა;

- 11 ნოემბერი, Nieuwe Kerk: ფოლკლორის საღამო - ანსამბლი "პანკისი", ანსამბლი "საქართველო";

- 12 ნოემბერი, Nieuwe Kerk: სუფრა - ნინო ხარატიშტვილის ლიტერატურული საღამო;

- 9 დეკემბერი, Nieuwe Kerk: საფორტეპიანო კონცერტი - ცოტნე ზედგენიძე, სანდრო გეგეჭკორი.

ბილეთები და დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

https://www.amare.nl/nl/pQ0eBsM/georgie-festival