პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

21 ოქტომბერს ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს მოქალაქეებს უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ


25.10.2022

ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიცირებითა და ორგანიზებით გრძელდება საქველმოქმედო აქცია, რომელიც ითვალისწინებს ტრაპიზონის სხვადასხვა კლინიკებში საქართველოს მოქალაქეთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებასა და კონსულტაციებს.

მ/წლის 7 ოქტომბერს, კლინიკის “İMPERİAL” ხელმძღვანელობასთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, 21 ოქტომბერს, ხსენებულ კლინიკში, ტრაპიზონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. სამედიცინო გამოკვლევები მოიცავდა ფილტვების რენდგენოგრაფიას, მუცლის ღრუს ექოსკოპიის სრულ სპექტრს, სისხლის საერთო ანალიზს, სისხლში ნატრიუმის, კალიუმის, შარდოვანას, კრეატინინის, შაქრის, ქოლესტერინის, თირეოტროპული ჰორმონის, გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის, ვიტამინ B12, კალციუმის, ღვიძლის ფუნქციებისა და C რეაქტიული ცილის განსაზღვრას. გამოკვლევების შემდეგ პაციენტებს შესაბამისი კონსულტაცია გაუწია შინაგანი სნეულებების სპეციალისტმა.

აღნიშნული აქციის მხარდაჭერისათვის გენერალური საკონსულო განსაკუთრებულ მადლობას უხდის კლინიკის “İMPERİAL” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ჰუსეინ ქოჩს, მის მოადგილეს, მეჰმეთ ჩელების, კლინიკის მთავარ ექიმს, ჯემილ ბაიარსლანს, დირექტორის მოადგილეს, სადეთ გულბაის, შინაგანი სნეულებების ექიმს, ლევენთ ოსმან ერდემლის და საერთაშორისო განყოფილების წარმომადგენელს ელიფ (ნათია) შაჰინს. 

ამასთან, გაცნობებთ, რომ გენერალური საკონსულოს ორგანიზებით მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება, რის თაობაზეც ინფორმაციას გავრცელდება.