პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

3 ოქტომბერს გაიმართება ონლაინ კონსულტაცია უცხოეთში არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე 


02.10.2020

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით, 3 ოქტომბერს, თბილსისის დროით 14:00 საათზე, გაიმართება ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას პირდაპირი ვიდეო-ჩართვა (Facebook Live).

თამარ ჟვანია ონლაინ რეჟიმში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეკითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ წინასწარ - ცესკო-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე.

აქვე შეგახსენებთ, იმისათვის, რომ მიიღოთ მონაწილეობა ამა წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებულნი საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებით საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, თქვენ უნდა გაიაროთ საკონსულო აღრიცხვა 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია სამი გზით:

მომსახურება უფასოა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: არჩევნები 2020 - http://www.gda.ge/pages/archevnebi-2020