პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, შვედეთში საქართველოს ელჩი თანამემამულეებს შეხვდა


09.08.2020

 

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მეთორმეტე წლისთავთან დაკავშირებით, 8 აგვისტოს, შვედეთში საქართველოს საელჩოსა და შვედეთის წმ. გიორგის სამრევლოს ინიციატივით, მღვდელ-მსახურმა დეკანოზმა შიომ ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მსახურების დასრულების შემდეგ, შეკრებილ თანამემამულეებს სიტყვით მიმართეს დეკანოზმა შიომ და შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს ელჩმა ისაუბრა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე, საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ჰუმანიტარული პრობლემების მნიშვნელობაზე.

თანამემამულეებისადმი მიმართვაში ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ, ასევე, ხაზი გაუსვა აღნიშნული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დე-ოკუპაციას და ამ მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკას.