პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აგვისტოს ომთან დაკავშირებით, კოპენჰაგენში ფილმის „შინდისი“ ჩვენება გაიმართა


11.08.2020

 

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლის თავთან დაკავშირებით, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა ქართველი რეჟისორის დიტო ცინცაძის მხატვრული ფილმის "შინდისის" ჩვენება.

ფილმი 2008 წლის 11 აგვისტოს მომხდარ რეალურ მოვლენებს ეფუძნება და ზუსტად ასახავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ხასიათს.

ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ დანიის სამეფოში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.