პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

''ATHENS LANGUAGE SPOT''-ის გახსნის ღონისძიებაში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა


02.11.2023

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, ქალაქ ათენში საქართველოს საელჩოს კონსულმა გელა ჯაფარიძემ და უფროსმა მრჩეველმა დავით კორძაძემ, მონაწილეობა მიიღეს ენების ცენტრის ''ATHENS LANGUAGE SPOT''-ის გახსნის ღონისძიებაში, სადაც ქართველ ემიგრანტებსა და სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ უცხო ენები.

ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძე, ფილოლოგიის მაგისტრი და ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორანტი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი თამთა ყალიჩავა და ანგლისტიკის მაგისტრი სოფიო კაკაჩია-ღეორღიუ, რომელიც ამავდროულად არის ხსენებული ცენტრის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ათენში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის უცხო ენების, ქართული ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლაში ქართველ მასწავლებელთა საქმიანობის მნიშვნელობას.