პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბარსელონაში „თბილისობა 2023“ ჩატარდა


09.10.2023

მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ქალაქ ბარსელონაში „თბილისობა - 2023“ გაიმართა. 

ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების პროგრამების ფარგლებში გამარჯვებული ორგანიზაციის ძალისხმევითა და ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს, ასევე ბარსელონას მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. 

ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ესპანეთში საქართველოს ელჩმა, წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს ხელმძღვანელმა, საქართველოს გენერალურმა კონსულმა და ბარსელონას მერიის კომისარმა დიასპორების, კულტურისა და რელიგიურ საკითხებში. მათ ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული ღონისძიება, რომელიც უკვე მეორე წელია იმართება ბარსელონაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში. 

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო საქართველოს რეგიონების ინსტალაციები, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ხელოვნებას, ფოლკლორს.    

ღონისძიების იდეის ავტორი და ორგანიზატორები არიან ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო და მისი ხელმძღვანელი ლუკა ფალავანდიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების პროგრამების გამარჯვებულია - ნინო მსხილაძე.