პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბულგარეთში საგანგებო ეპიდემიური მდგომარეობა 2021 წლის 30 ნოემბრამდე გახანგრძლივდა


01.09.2021

საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 27 აგვისტოს ბრძანების თანახმად, ქვეყანაში საგანგებო ეპიდემიური მდგომარეობა გახანგრძლივდან 2021 წლის 30 ნოემბრამდე.

რადგან საქართველო იმყოფება ე.წ. “წითელ ზონაში”, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეების შესვლა აკრძალულია, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

პირებმა, რომლებსაც სურთ აღნიშნული გამონაკლისებით სარგებლობა, აუცილებლად უნდა წარადგინონ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერტიფიკატი და PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან დოკუმენტი კოვიდის გადატანის შესახებ PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად.

ხოლო პირები, რომლებიც ბულგარეთის რესპუბლიკაში შემოვლენ მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხით, გაივლიან 10 დღიან თვითიზოლაციას.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტულად გავლა დაშვებულია, თუ კი ისინი დაასაბუთებენ, რომ ქვეყანას დატოვებენ შესვლიდან მოკლე ვადაში. აღნიშნულ შემთხვევაში COVID-თან დაკავშირებული რაიმე საბუთის წარდგენა არ მოითხოვება.