პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჩეხეთში საქართველოს ელჩმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა


08.08.2020

მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უმასპინძლა.

ღონისძიებაზე დამსწრე თანამემამულეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის მოეწყო დიმიტრი ცინცაძის ფილმის „შინდისი“-ს ჩვენება.