პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სამძიმრის წერილი


05.10.2023

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის ნ. რამიშვილის შთამომავლის, „ქართული კერის“ თავმჯდომარის ქალბატონი ნუცა თაყაიშვილი-გორდელაძის გარდაცვალების გამო.

დიდია ქალბატონი ნუცას ღვაწლი ლევილის მამულის საქართველოს სახელმწიფოსთვის დაბრუნების საკითხში. ქალბატონი ნუცა იყო ლევილის ქართული ემიგრაციის მემატიანე, იგი ერთადერთი იყო დარჩენილი ქართველებიდან, რომელიც ლევილში დაიბადა და ღრმა სიბერემდეც ლევილის ქართულ მამულში ცხოვრობდა. დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.