პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“


22.01.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად, 2017 წლიდან ახორციელებს პროექტს - „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“, რომლის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეების მოღვაწეობის წარმოჩენა და დაფასება, რომლებმაც საქართველოს საზღვრებს გარეთ მიაღწიეს პროფესიულ წარმატებას ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის, კულტურისა  თუ სხვა სფეროში და ამ გზით მნიშვნელობანი წვლილი შეიტანეს და შეაქვთ საქართველოს პოპულარიზაციაში.

2024 წელს პროექტის ფარგლებში უკვე მეხუთედ მოხდება განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამემამულეთა გამოვლენა და მათი დამსახურების წარმოჩენა. პროგრამის კრიტერიუმების თანახმად, მაღალპროფილური დიასპორის ნომინირების საშუალება, თავად დიასპორის წარმომადგენლებს აქვთ შემდეგი კატეგორიებში:

გამარჯვებულს გადაეცემა სპეციალური ჯილდო, რომელიც განასახიერებს ეროვნული საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის ასლს.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ქალაქ თბილისში.

ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 2024 წლის 19 იანვრიდან, 10 მარტის ჩათვლით.

ნომინანტის წარსადგენად, გთხოვთ, ჩამოტვირთოთ და შეავსოთ ნომინანტის წარდგენის განაცხადის ფორმა.

გთხოვთ, შევსებული ნომინაციის განაცხადის ფორმა გამოგვიგზავნოთ შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე:

[email protected]