პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დუბლინში აფხაზეთის ომის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა


29.09.2023

საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ 2023 წლის ირლანდიაში გამარჯვებული ახალგაზრდა ელჩის თამარ მესხის ორგანიზებით აფხაზეთის ომის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კონოჩვენება გაიმართა.

ღონისძიება University College Dublin-ის კინოდარბაზში გაიმართა. ნაჩვენები იყოს ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმი „მე გადავცურავ ენგურს“.

კინოჩვენების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ირლანდიაში საქართველოს ვიცე-კონსულმა, სოფიკო ქოჩქიანმა და საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა თამარ მესხმა.

დამატებითი ინფორმაცია ირლანდიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის საქმიანობის შესახებ იხილეთ:

https://www.facebook.com/youngambassadorgeorgiatoireland

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, გულისხმობს, ახალგაზრდა ელჩების მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობას. პროგრამა, აგრეთვე, მძლავრი მექანიზმია სახალხო დიპლომატიის გასააქტიურებლად.

დამატებითი ინფორმაციას პროგრამის შესახებ იხილეთ:

https://bit.ly/48BD5mj