პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დუბლინში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა


01.11.2022

ირლანდიაში ქართულმა დიასპორამ, საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით და სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერით, ონკოლოგიურ დაავადებათა მქონე პატარა თანამემამულეების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გამართა.

“ირლანდიაში, დუბლინის ცენტრში, ასობით ჩვენი თანამემამულე შეიკრიბა რათა თავიანთი სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადონ “სოლიდარობის ფონდს”, ჩვენს ახალგაზრდა და პატარა თანამემამულეებს და თავიანთი თანადგომა გამოხატონ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მძიმა დაავადებას ებრძვიან.

მართალია ქართული დიასპორისათვის ქველმოქმედება  არ არის უცხო, მაგრამ ამ ფორმით, ასეთი ჩართულობით, შეიძლება ითქვას რომ ეს არის უპრეცენდენტო ღონისძიება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ირლანდიაში ჩვენს დიასპორას, მიბაძავენ სხვა ჩვენი სათვისტომოებიც” - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდი.

კონცერტში მონაწილეობა მომღერალმა ლაშა ღლონტმა და ანსამბლმა “კავკასიონმა” მიიღო. 

ღონისძიების შესახებ ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ: