პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩი ქეთევან ციხელაშვილი გრაცში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა 


04.08.2020

31 ივლისსავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილისაელჩოს წარმომადგენლებთან ერთადქალაქ გრაცს ეწვია, სადაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა ქართული დიასპორული ორგანიზაციის  - „შტირიის მხარეში ქართული კულტურისა და ისტორიის კავშირისა“ და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქ. გრაცის საკვირაო სკოლა „იმედის“ წარმომადგენლებთან.

დიასპორული ორგანიზაციის - „შტირიის მხარეში ქართული კულტურისა და ისტორიის კავშირის“ ხელმძღვანელთან, ზვიად ხურციძესთან  გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო  ორგანიზაციის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებს, აგრეთვე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღნიშნული ორგანიზაცია 2019 წელს დაარსდა და იგი აქტიურად ეწევა შტირიის მხარეში ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

ელჩი ქეთევან ციხელაშვილი, ასევე, შეხვდა ქ. გრაცის საკვირაო სკოლა „იმედის“ ხელმძღვანელს, რუსუდან ზაზაშვილს და მოინახულა სკოლის სივრცე, სადაც მოსწავლეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის როგრამის დახმარებითა და ორგანიზაცია „Weichenstellwerk Graz“-ის ხელშეწყობით, ქართულ ენასა და ლიტერატურას ეუფლებიან. საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა საელჩოს წარმომადგენლებისთვის სპეციალური წარმოდგენაც მოაწყვეს და შეასრულეს ქართული სიმღერები.

აღსანიშნავია, რომ გრაცის ქართული საკვირაო სკოლა „იმედი“, რომელიც გასულ წელს დაფუძნდა, რუსუდან ზაზაშვილის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქ. გრაცში მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ეროვნულ-კულტურული იდენტობისა და მშობლიური ენის შენარჩუნებას.

გრაცში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი, აგრეთვე, დაესწრო მოციქულთა სწორ წმ. ნინოს სახელობის სამრევლოში აღვლენილ პარაკლისს და სიტყვით მიმართა იქ შეკრებილ თანამემამულეებს.