პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩმა დავით დონდუამ ნავპლიოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა


24.08.2020


21-22 აგვისტოს, ქალაქ ნავპლიოში, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით დონდუამ შეხვედრა გამართა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

ელჩმა არგოლიდელ ქართველთა სათვისტომო „საქართველოს“ დამფუძნებელ გიორგი გოგუას მიულოცა 80 წლის იუბილე და გადასცა საელჩოს მადლობის სიგელი ქართულ-ბერძნულ ურთიერთობებში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისათვის.

აღსანიშნავია, რომ გიორგი გოგუა უკვე ოთხი ათეული წელია მხარში უდგას საქართველოდან საბერძნეთის რესპუბლიკაში ჩასულ თანამემამულეებს და ბერძნულ საზოგადოებას აქტიურად აცნობს ქართულ კულტურას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული დიასპორისათვის აქტუალურ, მათ შორის, პრობლემატურ საკითხებს და დაისახა საელჩოსა და სათვისტომო „საქართველოს“ შორის თანამშრომლობის გეგმები; აგრეთვე, აღინიშნა დაძმობილებულ ქალაქებს - ნავპლიოსა და ფოთს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.