პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაცია გასცა


08.11.2023

8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაცია გასცა.

ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ უნდა დაიჭიროს მხარი.

ევროკომისიამ, საქართველოს გარდა, გახსნა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთვის, რაც კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებამდე.