პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გამოცხადდა კონკურსი „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ 2024 წლის პროგრამის მონაწილეების შესარჩევად


30.10.2023

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგრანტო პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული ქმედებებისა და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აგრეთვე დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდისა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობის თვალსაზრისით, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება.
 
ინფორმაცია კონკურსის შესახებ:

 

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის დანართები:

1.პროგრამის აღწერა;

2.განაცხადის ფორმა.

საგრანტო პროექტის საკონტაქტო პირებია:

დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს პირველი მდივანი თამარ კობახიძე მობ.: +995 592 80 46 55.
დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი +995 595 96 40 00).