გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილება (ქალაქ ბერლინში) აცხადებს სტაჟირების კონკურსს.
კონკურსის შედეგად შეირჩევა ერთი აპლიკანტი, რომელსაც მიეცემა სტაჟირების გავლის შესაძლებლობა.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედითუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
საბუთები მიიღება მიმდინარე წლის 29 მარტის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედითუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას;
- არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მე-2, მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელიც წლიური აკადემიური მიღწევის ქულა (GPA) უტოლდება 3.0-ს (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
დ) პასპორტის ასლი;
ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4);
ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.
შერჩევის პროცესში გასაუბრების დანიშვნის შემთხვევაში, გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.
სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
სტაჟირების დაწყების სავარაუდო თარიღი: 1 მაისი, ვადა - 3 თვიდან 6 თვემდე.