პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

GITA სტარტაპების თანადაფინანსების გრანტების ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს


14.07.2023

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს, „სტარტაპების თანადაფინანსების გრანტები“ პროგრამის ფარგლებში.

თანადაფინანსების გრანტების მიზანია საქართველოში, გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების პოტენციალის მქონე ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების შექმნის სტიმულირება.

საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული დამწყები კერძო და მცირე საწარმოებისთვის. განაცხადის შეტანა ასევე შეუძლიათ რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. რეგისტრაციის არმქონე ფიზიკური პირების შერჩევის შემთხვევაში მათი დარეგისტრირება მოხდება კონტრაქტის გაფორმებამდე.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ 9 თვიანი პროექტებისათვის და არ უნდა აღემატებოდეს 150,000 ლარს. მოთხოვნილი გრანტისს მინიმუმ 10 პროცენტი განმცხადებლის მიერ ნაღდი ფულით უნდა იქნას უზრუნველყოფილი, სხვა, სასურველია - კერძო სექტორის, წყაროებიდან. დაუშვებელია სახელმწიფო გრანტების თანადაფინანსების წყაროდ წარმოდგენა.

თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო და სხვა საჭირო დოკუმენტები იხილეთ ბმულზე:

https://bit.ly/3XOzUmc

ბიზნეს იდეის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 27 ივლისის 23:59 საათი.

აქვე, შეგახსენებთ რომ აღნიშნულ საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 17 ივლისს 18:00 საათზე.

საინფორმაციო შეხვედრის დამატებითი დეტალები იხილეთ:

https://bit.ly/3Od3deN