პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჰააგაში ფილმის „შინდისი“ ჩვენება და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო


16.08.2020

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, 2020 წლის 14 აგვისტოს, ქ. ჰააგაში, კინოთეატრ "Pathe Buitehof"-ში, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა დიტო ცინცაძის მხატვრული ფილმის „შინდისი“ ჩვენება და მოეწყო აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ. სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გახშირებულ პროვოკაციულ და დესტრუქციულ ქმედებებზე, მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების არნახულ მასშტაბებზე, ასევე, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი მხარდაჭერის მობილიზების მიმართულებით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები, ნიდერლანდების ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.