იაპონიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თეიმურაზ ლეჟავა, იაპონიაში საქართველოს საელჩოს სახელით, იაპონიაში მცხოვრებ ქართველებს გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს:
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქ. ტოკიოში ქართული დროშის ფერებით განათდა შიბუიას გზაჯვარედინთან მდებარე ორგანიზაცია EDGEOF-ის სათაო ოფისი.
ამასთან, 26 მაისთან დაკავშირებით, ქ. ტოკიოში სასტუმრო „Blossom Hotel”-ის ოთახების განათებით საქართველოს დროშა გამოისახა.
აღსანიშნავია, რომ ასევე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, იაპონიაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, იაპონურ ენაზე ამოქმედდა ქართული კულტურისა და ტურიზმის პოპულარიზაციისთვის საიტი - www.letsgogeorgia.com, სადაც იაპონურ ენაზე თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოს კულტურის, ისტორიის, ტურისტული პოტენციალის, ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ.