პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ილია დარჩიაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა


13.02.2023

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში, სადაც ჩანაწერი გააკეთა სამძიმრის წიგნში, რომელიც 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით გაიხსნა. „ვუსამძიმრებ თურქ ხალხს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო. ჩვენი ფიქრებით ვართ მათთან, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა და მათთან, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა. მსურს გავამხნევო თურქი ხალხი და კიდევ ერთხელ დავუდასტურო, რომ ასეთ რთულ დროს ისინი მარტო არ არიან, რომ ქართველი ხალხი მათ გვერდით დგას ამ მძიმე დღეებში" - აღნიშნულია ჩანაწერში.