პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია მიწის სისტემური რეგისტრაციის თაობაზე


25.06.2021

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაცია. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ხანგრძლივად იმყოფებიან საქართველოს საზღვრებს გარეთ და ფლობენ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში მდებარე მიწის ნაკვეთებს, აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და ისარგებლონ რეგისტრაციის სერვისით.

სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალები განსაზღვრულია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №1085 განკარგულების და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის N681 ბრძანების საფუძველზე.

სისტემური რეგისტრაციის განხორციელების შედეგად, დადგინდება გეოგრაფიულ არეალებში მდებარე უძრავ ნივთებზე არსებული უფლებრივი და საკადასტრო მდგომარეობა, მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა ვინაობა, რაც უზრუნველყოფს, საკუთრების უფლების დაცვას და ხელს შეუწყობს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობის სექტორისა და აგრობიზნესის განვითარებას.

მიწის სისტემური რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილზე, ყოველგვარი საზღაურის გარეშე მიეწოდება რეგისტრაციის სერვისი.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, დაგეგმილია მოსახლეობის ინფორმირება/მობილიზაცია, საველე სამუშაოები (მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვა/აგეგმვა და საველე ინფორმაციის შეგროვება/დამუშავება), მონაცემების საჯარო გაცნობა და უფლებათა რეგისტრაცია.