პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ ტორონტოში 14-15 ოქტომბერს საკონსულო შემოვლა იგეგმება


02.10.2023

საქართველოს საელჩო კანადაში, მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეებისათვის საკონსულო მომსახურების ადგილზე გაწევის მიზნით, ქ. ტორონტოში საკონსულო შემოვლას გეგმავს.

მოქალაქეთა მიღება გაიმართება 14 ოქტომბერს 10:00-18:00 საათამდე და 15 ოქტომბერს 13:00-16:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: 21 Church St, Cookstown, ON L0L 1L0 (ახალი ეკლესიის შენობა).

ქ. ტორონტოში საკონსულო შემოვლის ფარგლებში შესაძლებელი იქნება შემდეგ მომსახურებებზე განცხადების შემოტანა:

  1. პასპორტი/პირადობის მოწმობა;
  2. პირადი ნომრის მინიჭება;
  3. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა;
  4. ცნობები (ცნობა აქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ, ნასამართლეობის შესახებ ცნობა, ცნობა მართვის მოწმობის შესახებ);
  5. საქართველოს მოქალაქეობის საკითხები (მოქალაქეობის შენარჩუნება, საგამონაკლისო წესით მინიჭება, აღდგენის წესით მინიჭება, მოქალაქეობის დადგენა, მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭება);

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ:  + 1 (613) 608 4322

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდა არ იქნება შესაძლებელი. ვიზიტის დროს თან უნდა იქონიოთ მომსახურების საფასური - „Money Order“ ან „Bank Draft“, გამოწერილი „Embassy of Georgia“-ს სახელზე.

მომსახურების საფასური:

საკონსულო ლეგალიზაცია - ერთი დოკუმენტი - CAD 20.83

პასპორტი - CAD 69.43

არასრულწლოვანის პასპორტი - CAD 34.71

პირადობა - CAD 41.66

დასაბრუნებელი მოწმობა - CAD 48.60

მართვის მოწმობის შესახებ ცნობა - CAD 34.71

დამზადებული დოკუმენტის მისაღებად, ვიზიტისას უნდა წარმოადგინოთ წინასწარ გადახდილი კონვერტი, ადრესატის ზუსტი საფოსტო მისამართით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამზადებული დოკუმენტების გასატანად უნდა გამოცხადდეთ ქ. ოტავაში საქართველოს საელჩოში.