პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული ემიგრაციისთვის სპექტაკლ ,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცის” ონლაინ ჩვენება გაიმართა 


15.03.2021

დედის დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოში, მწერალ ოტია იოსელიანის სახლ-მუზემში ქართული ემიგრაციისთვის სპექტაკლ ,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცის” ონლაინ ჩვენება გაიმართა. სპექტაკლი ქუთაისის მოზარდ-მაყურებელთა თეატრ ,,მარჯანიშვილელების” ახალგაზრდა მსახიობებმა წარადგინეს, რომლებიც წყალტუბოს მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია "საქართველო TIA Georgia“-ს მიწვევით ესტუმრნენ.

სპექტაკლი ქართული ემიგრაციისთვის მწერალ ოტია იოსელიანის ხელით აგებულ დარბაზში დაიდგა. რეჟისორები გახლავთ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერის დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი და ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი მარინა მარჯანიშვილი. 

უცხოეთში მყოფ თანამემამულეებთან აღნიშნული ონლაინ შეხვედრა ავსტრიის ქალაქ გრაცის ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელის, რუსუდან ზაზაშვილის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდა, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.

დადგმას ესწრებოდნენ ავსტრიაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი სალომე ტრიპოლსკი, ქართული საკვირაო სკოლების აღსაზრდელები, პედაგოგები და ემიგრაციის წარმომადგენლები მსოფლიოს ოცდაორი ქვეყნიდან, საპატრიარქოს  ჩოხოსანთა საზოგადოების მეთაური ზვიად სეხნიაშვილი, საზღვარგარეთ არსებული სადროშოების მეთაურები, მსახიობი კახა მიქიაშვილი და სხვ.

 

 

ონლაინ სპექტაკლის ჩანაწერი