ძვირფასო თანამემამულეებო, გვსურს გაცნობებთ, რომ ა.წ. 26 ნოემბერს, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. ნიცაში საბავშვო ევროვიზიის რიგით 21-ე კონკურსი გაიმართება. წელს კონკურსზე, საქართველოს, საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, ანასტასია ვასაძე და მისი ფინალისტები, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარადგენენ, სიმღერით „Over The Sky” – https://www.youtube.com/watch?v=HRe2yHzinP8
საბავშვო ევროვიზიის კონკურსის წესების მიხედვით, საქართველოს წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ონლაინ შემდეგ ბმულზე: https://vote.junioreurovision.tv
ხმის მიცემა დაიწყება 24 ნოემბერს 23:00 საათიდან და დასრულდება 26 ნოემბერს 19:00 საათზე (თბილისის დროით).
წინასწარ გიხდით მადლობას ქართველი კონკურსანტის მხარდაჭერისთვის!
საკონკურსო ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს:
https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge/videos/6588356514624441