პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართველი და ლატვიელი მუსიკოსების საჩუქარი საქართველოს 26 მაისთან დაკავშირებით


27.05.2020

 

26 მაისთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ქართველმა და ლატვიელმა მუსიკოსებმა საქართველოსა და ქართველ ხალხს ერთობლივი პერფორმანსი მიუძღვნეს. ქართულ-ლატვიური მუსიკალური პროექტი ლატვიაში ახალგაზრდა ელჩის აკაკი ტყეშელაშვილის მიერ იქნა ინიცირებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ფარგლებში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ლატვიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ინიციატივით, თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა და იაზეპ ვიტოლის სახელობის ლატვიის მუსიკალური აკადემიის სიმფონიურმა ორკესტრმა ერთობლივ პერფორმანსზე - „თურქული მარში“ იმუშავეს. ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ქართველი და ლატვიელი ახალგაზრდების ეს საჩუქარი ქართველი ხალხისადმი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მუსიკის ღრმა სიყვარულს, მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას.

 

 

თურქული მარში ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის „ათენის ნანგრევებიდან“

ასრულებენ თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და იაზეპ ვიტოლის სახელობის ლატვიის მუსიკალური აკადემიის სიმფონიური ორკესტრი

ხელმძღვანელები: მირიან ხუხუნაიშვილი და კასპარ ადამსონი / ვიდეო: მირიან ხუხუნაიშვილი / აუდიო: ნინო წითლაური