პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კიევში, შოთა რუსთაველის სახელობის სკვერში აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო


08.08.2020

დღეს, 8 აგვისტოს, ქ. კიევში, შოთა რუსთაველის სახელობის სკვერში, უკრაინაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი კადრების ფოტოგამოფენა.

საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დავით ბოჭორიშვილმა.

დამსწრე სტუმრებმა დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს წუთიერი დუმილით და ყვავილებით შეამკეს ბანერზე აღბეჭდილი ჯარისკაცის ფოტოები.