პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) აცხადებს მიღებას 2023-2024 აკადემიური წლისთვის


23.02.2023

სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სხვადასხვა საფეხურის პროგრამებზე 2023-2024 აკადემიური წლისთვის.

ქართულენოვან პროგრამებთან ერთად, უნივერსიტეტი საქართველოს მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს სთავაზობს ინგლისურენოვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ამოცანაა სტუდენტებს შესთავაზოს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე და/ან მსოფლიო სტანდარტის პროგრამები.

TUM-თან და TUM International-თან თანამშრომლობით შემუშავებული პროგრამები საერთაშორისო ხარისხის შესაბამისია. KIU-ში ლექციებს კითხულობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პროფესორები და ლექტორები

აღსანიშნავია, რომ სსიპ-ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიზნად ისახავს  ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებ გვერდს:

https://www.kiu.edu.ge/geo/home