პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მაინის ფრანკფურტში „ქართული დიასპორის სკოლების ფესტივალი 2023“ გაიმართა


29.10.2023

ქ. მაინის ფრანკფურტში ქართულ-გერმანული კულტურისა და განათლების ორგანიზაცია „გეორგიკასთან“ არსებული საკვირაო სკოლის ორგანიზებით „ქართული დიასპორის სკოლების ფესტივალი 2023“ გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქ. ნიურნბერგის ქართული კულტურის ცენტრ „ინკოსთან“ არსებულმა ცეკვის სტუდია „იბერიამ“, ქ. შტუტგარტის მუსიკალურ საზოგადოება Art Music Georgia-მ, ქართულ-გერმანული კულტურისა და განათლების ორგანიზაცია „გეორგიკასთან“ არსებულმა საკვირაო სკოლამ და ქ. მაინის ფრანკფურტში მოღვაწე გიტარის პედაგოგის, ნიკა კვარაცხელიას მოსწავლეებმა.

„ქართული დიასპორის სკოლების ფესტივალი 2023“ ორგანიზატორმა, ქ. მაინის ფრანკფურტის ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელმა - მაია შავლიაშვილმა გახსნა და მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს, კერძოდ დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტს, საქართველოს გენერალურ საკონსულოებს ქ. მაინის ფრანკფურტში და ქ. შტუტგარტში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა პროექტებით, მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. მაინის ფრანკფურტში და ქ. შტუტგარტში საქართველოს გენერალური საკონსულოების წარმომადგენლები.