პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ბიზნეს-იდეების მხარდასაჭერად


06.10.2023

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) განვითარების ფონდის (IDF) ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტებს "გაუმჯობესებული შესაძლებლობები საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის" და "საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოსა და სომხეთში".

აღნიშნული პროექტების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრად რეინტეგრაციას და ადგილობრივი თემების გაძლიერებას ეკონომიკური და სათემო ინიციატივების მხარდაჭერით. პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის ბიზნეს-გრანტების გაცემას ისეთი ბიზნეს-იდეის თანადაფინანსებისთვის, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც დაბრუნებული მიგრანტის რეინტეგრაციის ხელშეწყობის, ისე ადგილობრივი თემის განვითარებისა და თემის მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით.

საგრანტო კონკურსი ცხადდება ჩოხატაურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრები დაბრუნებული მიგრანტებისთვის.

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

არის საქართველოს მოქალაქე;
ცხოვრობს და ბიზნეს-იდეის განხორციელებას აპირებს შესაბამისი (ჩოხატაურის, ხარაგაულის, ხონის) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე რომელიმე თემში/სოფელში; პრიორიტეტი მიენიჭებათ შემდეგი თემებში განსახორციელებელ იდეეს - დიდი ვანი, შუა სურები, ზემო სურები (ჩოხატაური), საღანძილე (ხარაგაული), ნახახულევი (ხონი).
საზღვარგარეთ იმყოფებოდა 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობით და საქართველოში (ნებაყოფლობით ან იძულებით) დაბრუნდა 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ.
სურს დაბრუნების თემში/სოფელში დაიწყოს/განავითაროს ბიზნესი, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც მის რეინტეგრაციას, ისე მის თემში/სოფელში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ან/და თემის საჭიროებების დაკმაყოფილებას;
ბიზნეს-იდეის განხორციელებას გეგმავს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (სხვა დაბრუნებულ მიგრანტთან ან დაბრუნების თემის/სოფლის სხვა მაცხოვრებელთან ერთად, რომელიც მზადაა მატერიალური, ფინანსური თუ სხვა სახის რესურსებით ბიზნესში თანამონაწილეობის მისაღებად. შესაძლებელია რამდენიმე ბიზნეს პარტნიორის მონაწილეობაც).

გრანტის ოდენობა და გამოყენების მიზნობრიობა:

ერთ ბიზნეს-გეგმაზე გრანტის ოდენობა შეადგენს 10 ათასიდან 20 ათასამდე ლარს. გრანტის კონკრეტული ოდენობა დამოკიდებულია ბიზნესის სახეობასა და მოსალოდნელ ეფექტზე (ადგილობრივი თემის საჭიროებების დაკმაყოფილებისა და/ან ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით).
გრანტი შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ ბიზნესის დაწყება/განვითარებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად. დაუშვებელია საგრანტო რესურსის გამოყენება მომუშავეთა ხელფასებისა და სხვა მიმდინარე ხარჯების დასაფარად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ (ებ)მა დაბრუნებულმა მიგრანტ (ებ)მა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.

განაცხადის ფორმა და სხვა დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://bit.ly/3ZKhxQ5

ბიზნეს-იდეის წარმოდგება შესაძლებელია 2023 წლის 31 ოქტომბრამდე.

შევსებული განაცხადის ფორმა მიიღება შემდეგ ელ.ფოსტაზე: 

[email protected]

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით პაატა შარაშენიძეს.

ელ ფოსტა: [email protected] 

ტელეფონი: 577 28 05 79