პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოლდოვაში აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო 


09.08.2020

7 აგვისტოს, მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან  12 წლისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.

ფოტოგამოფენას ესწრებოდნენ მოლდოვას რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველმა გამოფენამ მოლდოველი დამთვალიერებლების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ამასთან, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, 7 აგვისტოსვე გამოქვეყნდა მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პრეს რელიზი მოლდოვურ სააგენტო IPN-ში, რომელიც სააგენტოს მიერ შემდგომში გავრცელებულ იქნა  სხვა მედია საშუალებებში.