პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიკოლოზ იაშვილმა წარმოშობით ქართველ ბიზნესმენს უმასპინძლა


23.01.2024

2024 წლის 16 იანვარს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქ. ტრაპიზონში, ნიკოლოზ იაშვილმა წარმოშობით ქართველ თურქ ბიზნესმენსა და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარეს, საერთაშორისო საკონსულტაციო სააგენტოს დამფუძნებელს, ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო თურქეთსა და საქართველოს შორის წარმოების, ვაჭრობის, იმპორტ-ექსპორტის, კულტურის, კულტურული და სამედიცინო ტურიზმის საკითხებში თანამშრომლობას.

ოსმან ჩალიშქანმა დეტალურად გააცნო გენერალურ კონსულს საქართველოში თურქ ბიზნესმენთა საქმიანობის სფეროები, ისაუბრა ინფლაციით გამოწვეულ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე. ასევე, ჩალიშქანმა იაშვილს მიაწოდა ინფორმაცია კულტურისა და ეკონომიკის სფეროებში დაგეგმილი პროექტების შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოს საკონსულოს ჩართულობის მნიშვნელობასა და როლს აღნიშნული მიმართულებით.

ნიკოლოზ იაშვილმა გამოთქვა მზაობა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, კულტურისა და სამედიცინო ტურიზმის კუთხით ურთიერთობების გამყარებისა და გაძლიერების საკითხში წვლილის შეტანის თაობაზე.