მიმდინარე წლის 24 იანვარს, ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე დამსწრე დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ბერიძემ მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლსა და მნიშვნელობაზე, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა. ზურაბ ბერიძის თქმით, დიასპორის წარმომადგენლებთან მსგავსი სახის შეხვედრები საქართველოს საელჩოში რეგულარულად გაიმართება.