პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„პატრიოტი დიასპორელი“


23.02.2022

2022/2023 სასწავლო წელს საზღვარგარეთ ქართული სკოლების დახმარების პროგრამა „პატრიოტი დიასპორელი“ იწყება. საპილოტე პროგრამა არის სრულად ქველმოქმედებაზე ორიენტირებული. პროგრამის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია ნინო ციბაძე. პროექტი ხორციელდება ფონდი „საქართველოს ემიგრანტები“ დამფუძნებლის, ქეთევან კინწურაშვილის მხარდაჭერით. საპილოტე პროექტის განხორციელებაში ასევე მონაწილეობენ ორგანიზაციის სხვა წევრები.

პროგრამის აღწერა

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული სათვისტომოს წევრებისთვის ფუნქციონირებს საკვირაო სკოლები, ქართული ეკლესიები და მათთან არსებული ეკლესიური ორგანიზაციები, ასევე დიასპორული ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ ქართული ენისა და კულტურის შესახებ ცოდნის გავრცელებას.

მიუხედავად ამისა, დაკვირვებამ და კვლევებმა აჩვენა, რომ მეორე თაობის დიასპორელებისთვის, საზღვარგარეთ დაბადებული ქართველი ემიგრანტებისთვის და/ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართული წარმოშობის პირებისთვის, ქართული ენის ცოდნის დონე საკმაოდ დაბალია, მათთვის ქართული ენა აღარ აღიქმება მშობლიურ ენად.

სწორედ ამიტომ, იწყებს საპილოტე პროგრამა „პატრიოტი დიასპორელი“. პროგრამა გულისხმობს საზღვარგარეთ მცხოვრები დიასპორელი ბავშვების მონაწილეობას მოკლევადიან და სეზონურ გაცვლით პროგრამებში, რომლის ფაგრლებში შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებში, რაც დაეხმარება მათ:

პროექტში ჩართული ქართული საჯარო სკოლა მიიღებს „პატრიოტი სკოლის“ სტატუსს. ქართული სკოლების შერჩევა მოხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით.

პროექტის განხორციელება მოხდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საჯარო სკოლების ჩართულობით. საპილოტე პროექტი ითვალისწინებს მაქსიმუმ 15 პატრიოტი დიასპორელის მიღებას.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია:

https://bit.ly/3BKZ3TQ 

დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ: [email protected]