პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პრაღაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა "ქართული ეროვნული სამოსი" გაიხსნა


06.05.2021

 

პრაღის "სკლენაკის" გალერეაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიხსნა გამოფენა "ქართული ეროვნული სამოსი", რომელიც მიმდინარე წლის 30 მაისამდე გაგრძელდება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გამოჩენილი ქართველი მხატვრის - ლადო გუდიაშვილის ესკიზების ასლები და ასევე, ქართული ეროვნული კოსტუმები.

გამოფენა "ქართული ეროვნული სამოსი" ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს.

პრაღის "სკლენაკის" გალერეაში აღნიშნული გამოფენა პრაღის მერიის მრჩევლის სტრატეგიული განვითარებისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში, ევა სმუტნას, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის, ონდრეი სვობოდას, საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორის, გიორგი კალანდიას და "ნაციონალური სამოსის სახლის" ხელმძღვანელის, ეკატერინე ჯავახიშვილის მხარდაჭერით და ხელშეწყობით გაიხსნა.